(რეზონანსი) პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვაშინგტონის მთავარ საკათედრო ტაძარში სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიალს დაესწრო.
ჩუგოშვილის თქმით, „ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა გაერთიანების შესაძლებლობად აქცია, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს".
მისივე თქმით, მან კიდევ ერთხელ მოისმინა ვაშნგტონში გამართულ მიღებაზე, თუ როგორც უყვარდა ჯონ მაკკეინს საქართველო.
„მიღებაზე, კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა. ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
სენატორ ჯონ მაკკეინს დღეს დაკრძალავენ.