რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას მმართველი გუნდი კვლავ არ დაესწრო. მიზეზი კი როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს სამზადისია, რომელის შემდეგაც კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს წარადგენს.

მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას ფეისბუქ პოსტრაც ეხმაურება. საუბარია უგულავას განცხადებაზე, რომელიც წერს, რომ „ქართული ოცნება" პარტიული იარლიყების მიწებებით არის დაკავებული და ამ გზით გარკვეული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს.

„ორშაბათს მივდივართ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებით და კადრულობენ საშინელებებს რომ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და ამ ტრაგედიით მანიპულირებენ. არ არის სწორი ეს ყველაფერი. Facebook-ის რაღაცაზე, რომელსაც აქვს 5 ლაიქი და გაბრალებს ადამიანი ისეთ რაღაცას. ერთი მიშა სააკაშვილმა იკადრა ეგ ყველაფერი და რაღაც ისიც მინიშნებით თქვა რაღაც მაშინ და მეორე, ამდენი წლის მერე იკადრა გიგი უგულავამ. რაღაცა საშინელება ოღონდ კი თავისიანები „გააპრავოს" და ამაზე უნდა ვაკეთო სერიოზული კომენტარები?", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×