რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) იმ დროს, როცა ანაპოლისში, სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტერლინგში ნაციონალურ გოლფ-კლუბში გაემგზავრა.

თეთრ სახლში არ აკონკრეტებენ პრეზიდენტმა გოლფი ითამაშა, თუ დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლირებას უყურა.

დონალდ ტრამპი სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს. სენატორი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად აკრიტიკებდა ტრამპს და თავად გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის ლიდერი მისი დაკრძალვის ცერემონიაზე არ მისულიყო.

ჯონ მაკკეინი 81 წლისა ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა.

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×