რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ბრატისლავაში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე, მამაკაცებს შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში, ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

შესაბამისად, ჭრიკიშვილს ვერცხლის მედალი ერგო, ბრინჯაოს მფლობელები კი რუსი რომან დონცოვი და კანადელი მოჰაბ ელ-ნაჰასი გახდნენ.

ქართველი ძიუდოისტებისთვის მომდევნო მნიშვნელოვანი ტურნირი მიმდინარე წელსვე იმართება და ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაკრებში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილია დარჩენილი და მას, დღევანდელი შედეგიდან გამომდინარე, სავარაუდოდ სწორედ ღვინიაშვილი დაიკავებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×