რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ავღანეთში მოლდოვური ავიაკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ორი წევრი და 10 მგზავრი. ბორტზე მყოფი კიდევ ორი ადამიანი გადარჩა.

როგორც მოლდოვის სამოქალქო ავიაციაში განაცხადეს, MI-8 MTV- ის ტიპის შვეულმფრენი მაზარი-შარიფის ბაზიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები იყვნენ და 11 ავღანელი მგზავრი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×