„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
"9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კაშიას თანადგომის საფარქვეშ რამდენიმე ათასი ე.წ. ლგბტ თემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას.
ისინი გამართავენ გეი-აღლუმისთვის დამახასიათებელ თეატრალურ წარმოდგენას.
პირველად საქართველოში-მამათმავლები გეგმავენ მასობრივად გაიკეთონ ლგბტ სამკლაურები, რომელიც ათასობითაა დამზადებული და 5 ლარად იყიდება რუსთაველის გამზირზე, თბილისი გალერეას 1-ელ სართულზე.
ასევე აქვე დარიგდება ლგბტ დროშები და სხვა ატრიბუტიკა. აი, ეს არის კაშია-კობიაშვილის დანაშაულის რეალური შედეგი.
ქართველი ერი არ დაუშვებს 9 სექტემბერს სტადიონზე ლგბტ-ის მასობრივად გამოსვლას და ლგბტ სამკლაურებით აღლუმის ჩატარებას".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე