რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი) 3 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

4 - 5 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 6 სექტემბერს დღის ბოლოს ზოგან გაწვიმდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

3-6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×