(რეზონანსი) პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, მარიხუანას, მინიმუმ, ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება.
„საუბარია საჯარო ადილებში მოწევაზეა, სადაც შეგიძლია, მეორე პირს მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა კიდევ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია", - აცხადებს ზოიძე და აღნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს.