რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიკოლოზ ბასილაშვილის და რაფაელ ნადალის თამაშს დაესწრო. აღნიშნული ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი რეპლიკით შეაფასა: - „აქაც "ბუჩქებში".

ძალიან კი ჩამოაფასეს".

აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ქართველი სპორტსმენი ანგარიშით 6:3. 6:3 6:7 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა არტურ ეშის კორტზე გაიმართა და 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×