რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი) პიარმენეჯერი მეკო აბრამია ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის დროს დამიკავშირდა, დაფინანსებას ითხოვდა... რომელიღაც ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა. რამდენი არ ვეცადეთ მაგრამ ამ კომპანიამ არ დააფინანსა. დარწმუნებული ვარ, ახლა ამ კომპანიის მფლობელი ზის და უყურებს მის წარმატებას. მიხსენებს მეც და ნიკოლოზსაც ხოდა მინდა ვუთხრა რომ ეგ სინანული ახლა გვიანია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრავო!", - წერს მოქალაქე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, - ამის შესახებ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა.

„ზედიზედ ორი ძალიან რთული თამაში მქონდა. დასაწყისში დიდი შანსები მქონდა, მაგრამ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის იმსახურებს შექებას. ძალიან ძლიერად ურტყამდა ბურთს. ბოლოს ჩემი თამაშის დონე გავაუმჯობესე, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს ბრძოლა გაუმართა და დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×