რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესში 4 996 სტუდენტი მონაწილეობდა. აქედან მობილობის პროცესი წარმატებით 3 915 სტუდენტმა გაიარა.

edu.aris.ge - ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა - 772 სტუდენტი. მეორე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც მობილობით 380 სტუდენტი გადავიდა; მესამე ადგილს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იკავებს 304 სტუდენტით.

მობილობით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 79-მა სტუდენტმა ისარგებლა, საერთო ჯამში კი განაცხადი 97 სტუდენტს ჰქონდა გაკეთებული.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

მობილობა ნიშნავს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას (გარე მობილობა), ასევე, ერთსა და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლას (შიდა მობილობა).

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×