რეზონანსი
03.09.2018

 კოლეჯებში შესაძლოა, მანდატურის ინსტიტუტი დაინერგოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტში, პროფესიული განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„პროფესიული განათლების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი უკვე წარმოდგენილია, რომელსაც 1-ლი მოსმენის შემდეგ გავლილი აქვს საკომიტეტო მოსმენა. დღეს კი, მეორე პლენარული მოსმენის წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რამდენადაც მთელ რიგ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს და ა.შ. ჰქონდათ გარკვეული შემოთავაზებები კანონპროექტის შეცვლილ რედაქციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო კოლეჯებში პროფესიული სტუდენტების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, რაც გაიზიარა სამინისტრომ. სპეციალური მუხლი უკვე შეტანილია კანონპროექტში“, - აღნიშნა გიგაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×