რეზონანსი
03.09.2018

 უგანდაში, ალბერტის ტბის სანაპიროს იესკა კაბიირა 5 წლის შვილთან ერთად, ჭურჭლით წყალს აგროვებდა, რა დროსაც დედა-შვილს თავს ნიანგი დაესხა. ქალი ტბასთან ახლოს, კაგადის დასახლებაში ცხოვრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ როცა ნიანგი შენიშნეს, დედა-შვილის გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ქალის ქმარი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერ იპოვეს მისი ცოლ-შვილის სხეულები. 

ეს ბოლო დროს ადამიანებზე ნიანგების თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. ივნისში ეთიოპიაში პროტესტანტი პასტორი ნიანგმა ნათლობის დროს მოკლა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, როტარის ნაციონალურ პარკში, ტბასთან 47 წლის შიძუკა მაცუკი ძაღლებს ასეირნებდა, როცა მას თავს 4-მეტრიანი ნიანგი დაესხა. ქალი ნიანგმა შეჭამა. აგვისტოს ბოლოს სამხრეთ კალიფორნიაში 45 წლის ქალს ნიანგი დაესხა თავს და მოკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×