რეზონანსი
03.09.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატის პარლამენტის ყოფილის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მმართველ პარტიას და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთან ურთიერთობის არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული. ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მმართველ პარტიას იაფფასიანი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

„გულწრფელად მებრალება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღარ იცის, რა ქნას. გამოდის და ამბობს, ისევე წარმოუდგენელია, რომ „ოცნებამ" მე არ დამიჭიროს მხარიო, ისევე როგორც წარმოუდგენელია, რომ მე ვინმე სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარიო, ანუ აქ ყველაფერი ნათელია. ერთადერთი თავად ხელისუფლებაა, რომელმაც ახლა რაღაც ტაქტიკა აირჩია, რაღაც იაფფასიანი, სახელისუფლებო ორბიტაზე მყოფი სხვა უფრო უმცროსი პარტიები გამოჰყავთ და იმათ ათქმევინებენ, რომ ჩვენ უკვე მხარს ვუჭერთო.

ახლა ჩვენ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს პარტიები „ოცნებასთან“ შეუთანხმებლად უჭერენ მხარს ზურაბიშვილს. ეს არაფერ კარგს არ ემსახურება და ეს არ არის სწორი პოზიცია. თუ ამდაგვარი სპექტაკლებით ვიწყებთ ამომრჩეველთან ურთიერთობას, ხვალ რას უნდა ველოდებოდეთ - ამიტომ მებრალება ქალბატონი სალომე, რადგან ის არ იმსახურებს ამას, სხვა საკითხია იმსახურებს თუ არა ის არჩევას“, - განაცხადა "360 გრადუსში" უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×