რეზონანსი
04.09.2018

 ინციდენტი მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სოხუმის ცენტრში, მშვიდობის გამზირზე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი ვორონოვის (ყოფილი ლენინის) პარკიდან მშვიდობის გამზირის მიმართულებით ხელყუმბარით ხელში მირბოდა და მის აფეთქებას ცდილობდა. შემთხვევის დროს ე.წ. მილიცია მოსახლეობას აფრთხილებდა, ქუჩა დაეტოვებინათ.

ამასთან, მედიის ცნობით, უცნობია მამაკაცი თავის აფეთქებას აპირებდა თუ ხელყუმბარის გამვლელების მისამართით გადაგდებას ცდილობდა.

სამართალდამცველ უწყებაში ამბობენ, რომ ხელყუმბარას დამცავი რგოლი მოხსნილი ჰქონდა. ჩხრეკისას მამაკაცს მეორე ხელყუმბარაც აღმოაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×