რეზონანსი
04.09.2018

 აფხაზეთის ავტონომიურმა მთავრობამ 7080 ლარად ბუღალტრული პროგრამა შეიძინა, თუმცა იმის გამო, რომ პროგრამა არავინ იცის, უკვე სამი წელია ის არავის გამოუყენებია. ინფორმაციას ამის შესახებ, ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობს:

"აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, პროგრამა სამინისტრომ შეიძინა 2010 წელს - 2,360.00 ლარად, ხოლოს 2014 წელს განხორციელდა მისი განახლება - 4,720.00 ლარის ღირებულებით, რის შემდეგაც

პროგრამის საწყისი ისტორიული ღირებულება განისაზღვრა - 7,080.00 ლარით. მიუხედავად პროგრამის შესყიდვაზე და შემდგომ მის განახლებაზე გაწეული ხარჯებისა, საფინანსო სამმართველოს არაკვალიფიციური მოქმედების გამო, მისი გამოყენება დღემდე არ მომხდარა. აღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად და არამიზნობრივად გაიხარჯა", -  ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×