რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნა მომზადდა, სადაც ახალი გარემოებები გამოვლინდა, რაც მწყემსის უდანაშაულობას ადასტურებს.

ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ სმიტებს სხვადასხვა დაზიანება სიცოცხლეში ჰქონდათ მიღებული. ტყვიის ტრაექტორიიდან გამომდინარე კი, გასროლა კობაურს არ განუხორციელებია.

„მას სიცოცხლეში აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლის არეში, ფეხებში, წვივებში. იარაღი აქვს ნასროლი ქვემოდან ზემოთ კი არა, არამედ ზემოდან ქვემოთ. ეს კი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაიან სმიტი კობაურს არ მოუკლავს. მათი ფიზიკური, პროპორციული მდგომარეობა რომ შევადაროთ, კობაური დაბალია, ცხონებული კი იყო მაღალი. აშკარაა, რომ სანამ ის გარდაიცვლებოდა კომუნიკაცია ჰქონდა სხვა პირთან"- აღნიშნა ადვოკატმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×