რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) საფეხბურთო კლუბი, „თბილისის ლოკომოტივი" საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშია მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი. თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური მატჩი.

„გამომდინარე იქედან, რომ ლოკომოტივი არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ლოკომოტივის ადმინისტრაცია, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს, ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×