რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა „ოფიციალური" ვიზიტით სირიაში ჩავიდა.

ხაჯიმბას აეროპორტში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი დახვდა.

„მოლაპარაკებების დროს ხაჯიმბა და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და აფხაზურ-სირიული ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელებენ", - წერს აფხაზური მედია.

აფხაზური „დელეგაციის" შემადგენლობაში შედიან: ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ე.წ. თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×