რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმააციით, პოლიციამ კახეთში ბინის ქურდობის 3 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა - 1981 წელს დაბადებული უ.კ-მ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ შალაურში 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც ოქროს სამკაულები და ფული მოიპარა.

სამართალდამცველებმა უ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×