მაღალ ფასს, უპირველეს ყოვლისა, ირანთან დაკავშირებულისაკითხი განაპირობებს
მარი გოცირიძე
04.09.2018

 საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი მატულობს. როგორცნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ნავთობისმიმდინარე ფასებს განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ირანთანდაკავშირებული საკითხი. კერძოდ, ირანის ნავთობის ექსპორტზესანციების დაწესება. აშშ ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ირანულინავთობის ვაჭრობა 4 ნოემბრისთვის, როდესაც მთლიანი მოცულობითამოქმედდება სანქციები.

არსებული მონაცემით, აგვისტოში ნავთობის ფასი ლონდონისსანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვისგანმავლობაში ის გაიზარდა და ბარელზე, საშუალოდ, 3,17 დოლარიშეადგინა, ანუ დაახლოებით 4%-ით მეტი. ამით საწვავის ფასმაივლისში მოკლე დროით შემცირების შემდეგ კვლავ აღიდგინა მაღალიმაჩვენებელი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სანავთობო ბაზრისმონაწილეებს შორის არსებობს მოლოდინი, რომ ბაზრებზე ირანულინავთობის დანაკლისის შევსება საუდის არაბეთის, რუსეთისა და სხვანავთობმომპოვებელი ქვეყნების ხარჯზე მოხდება.

"აღსანიშნავია, რომ, "ოპეკის" ანგარიშის თანახმად, აგვისტოშინავთობის მოპოვების 2018 წლის რეკორდული მაჩვენებელი იყო"ოპეკის" ქვეყნებს შორის, რაც ეს განაპირობა საუდის არაბეთსადა რუსეთში ნავთობის მოპოვების ზრდამ და ლიბიაში პოლიტიკურივითარების დასტაბილურების შედეგად ნავთობის ექსპორტის მატებამ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში აშშ-ს ჰქონდა ნავთობისმოპოვების რეკორდული მაჩვენებელი - 10,674 მლნ ბარელი დღე-ღამეში.

ნავთობის ფასზე გარკვეულ გავლენას ახდენს ამერიკა-ჩინეთსშორის სავაჭრო დავაც, რისი შედეგიცაა, რომ აგვისტო-სექტემბერშიჩინეთმა შეაჩერა აშშ-დან ნავთობის იმპორტი.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე "პლატცის" მიხედვით, რომლის თანახმადაც ხორციელდებასაქართველოში საწვავის იმპორტი, აგვისტოში იზრდებოდანავთობის ფასის ზრდის პარალელურად და, ასევე, მაღალ ნიშნულზედადგა ივლისში მცირე დროით კლების შემდეგ. კერძოდ, 1 ტონაბენზინის საერთაშორისო ფასი აგვისტოში დაახლოებით 32 დოლარითგაიზარდა (733,25 დოლარამდე), ხოლო 1 ტონა დიზელის საერთაშორისოფასი - დაახლოებით 52 დოლარით (692,50 დოლარამდე). საფასოდინამიკა საბოლოოდ "ოპეკის" წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეიქნება დამოკიდებული", - განმარტავს მთვრალაშვილი.

მისი თქმით, ტენდენცია საწვავის ფასთან დაკავშირებითჯერჯერობით არაპროგნოზირებადია.

"როგორც ვხედავთ, საწვავის ღირებულებაზე სხვადასხვაფაქტორმა მოახდინა გავლენა. თუმცა ფასები ძირითადად გაიზარდაიმის გამო, რომ ირანს დაუწესდა სანქციები, რომელიც ნოემბრიდანამოქმედდება. გარდა ამისა, არსებობს ისეთი მოცემულობა, როდესაცსაუდის არაბეთი, ასევე, რუსეთი, ზრდიან ნავთობის მოპოვებას.მაგისტრალურ ნავთობსადენებთან დაკავშირებით დაძაბული ვითარებაიყო ლიბიაში, სადაც დალაგდა სიტუაცია და ნავთობმა ამმიმართულებითაც დაიწყო მოძრაობა. ერთი მხრივ, ირანის სანქციებისგამო შეიძლება მიწოდება შეწყდეს, მეორე მხრივ, შესაძლებელია,კომპენსირებაც მოხდეს ირანული, არაბული და სხვა ქვეყნებისნავთობით.

ჯერჯერობით საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში, ბუნდოვანი დაარაპროგნოზირებადია. არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ვითარებადაიძაბოს და ამანაც შეცვალოს მდგომარეობა, რამდენადაც გლობალურიპოლიტიკური საკითხები ნავთობის ფასის კორექტირებაში დიდ როლსასრულებს. ბევრი რამ ჯერ კდიევ გაურკვეველია, რის გამოცგრძელვადიან პროგნოზზე საუბარი ჭირს. სხვადასხვა საინვესტიციოორგანიზაციის ვარაუდი ფასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არმართლდება, რამდენადაც სიტუაცია მუდმივად იცვლება. ვხედავთ, რომამ ეტაპზეც ფასები მაღალ დონეზეა, ბოლო წლების მაქსიმალურმაჩვენებელზეა და სექტემბერში ვითარება უფრო გაირკვევა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება "ოპეკის" წევრიქვეყნების შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტებთანდაკავშირებით. სამომავლოდ ფასების ფორმირების პროცესზე ესფაქტორიც სერიოზულ გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია ისიც, რომბოლო პერიოდში "ოპეკმა" ფასებთან დაკავშირებით თავისშეთანხმებას გადახედა, თუ აქამდე ინარჩუნებდა მოპოვებისშემცირების კვოტებს, აგვისტოში რაღაც დონეზე მოპოვებაგაიზარდა", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, აგვისტოშიძირითადად დიზელის საწვავის ფასმა მოიმატა ბრენდირებულავტოგასამართ სადგურებზე, საშუალოდ, 2-4 თეთრით ლიტრზე. კერძოდ,დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალოქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: 1 ლიტრირეგულარი ტიპის ბენზინი 2,29-2,47 ლარი ღირს; ამავე მოცულობისპრემიუმი ტიპის ბენზინი 2,42-2,55 ლარად იყიდება, სუპერი ტიპისბენზინი - 2,53-2,65 ლარად, ხოლო 1 ლ. ევრო დიზელის საწვავისფასი 2,42-2,59 ლარს შეადგენს.

"ჯერჯერობით ოპტიმისტური მოლოდინი აღარ არის, რადგანსაერთაშორისო ფასები გაზრდილია, ლარიც დოლარის მიმართგაუფასურებულია. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში ლარის ოფიციალურიგაცვლითი კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,4484 ერთეულს,თვის ბოლოს კი - 2,5803 ერთეულს. აქედან გამომდინარეც, ოპტიმიზმინაადრევია, მაგრამ მთავარია, ეს მოცემულობა, რაც საერთაშორისობაზრებზეა, გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს. თითოეული კომპანიაცდილობს, ბაზარზე მოქნილი საფასო პოლიტიკით იყოსგამორჩეული. იმპორტიორები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომკომფორტული ფასით მიიზიდონ მომხმარებელი, რისი განმაპირობებელიცსაერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტრენდი უნდა გახდეს. ჯერჯერობითეს პროცესი იმპორტისთვის არ არის სახარბიელო", - დასძენს ვანომთვრალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×