(რეზონანსი) თბილისში ცოტა ხნის წინ რუსული პროპაგანდისტული მედიის და კრემლთან დაახლოებული სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველები, ტელეწამყვანები და ექსპერტები ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოში პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმის ჩასატარებლად იმყოფებიან.
„ოკუპაციის შესახებ არ ვაპირებ საუბარს. სხვა პრობლემები მაქვს, რომელიც ეხება პოლიტიკურ კულტურას და ურთიერთობებს. ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. ჩვენ გვინდა სუფთა პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა დავკავდეთ პოლიტიკით შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია რაც გამოიხატება ურთიერთობებით ერთმანეთთან და სწორედ ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ.
„ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე. შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან., ჩემს მეგობრებთან.
არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებობს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ რუსოფობიის შესახებ. მე ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში. აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი ეს არის ჩემთვის საინტერესო", - განაცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ალექსეი მალაშენკომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.