რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

ბარაბაძის განცხადებით, სკოლის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სკოლისა და მოსწავლეების წინაშე არსებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია, დირექტორის თანამდებობაზე სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყო.

სწავლის დასრულების შემდეგ კი, როგორც თავად აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა, რომელზედაც 22 აგვისტოს თანხმობა მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×