(რეზონანსი) რუსეთში, სამარის კლინიკაში პლასტიკურმა ქირურგმა იური ჩერნიკოვმა ახალგაზრდა ქალს ოპერაცია გაუკეთა, ოპერაციის შემდეგ კი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გააუპატიურა.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალმა სასამართლოს მიმართა. მისი თქმით, როდესაც ოპერაციის შემდეგ გონს მოვიდა, თავს უცნაურად გრძობდა, რაც ნარკოზს დააბრალა. მოგვიანებით გოგონამ გინეკოლოგს მიმართა და აღმოჩნდა, რომ მასზე იძალადეს.
„ექიმს ვუთხარი, რომ თავს უცაურად ვგრძნობდი, მან კი დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს ნარკოზის გამო იყო და მალე უკეთ გავხდებოდი" - განაცხადა გოგონამ სასამართლოზე.
ექიმმა კი სასამართლოზე განაცხადა, რომ იმედოვნებდა, ნარკოზის შედეგ ქალს არაფერი ემახსოვრებოდა. ექიმი გოგონასთან სქესობრივ კავშირს ადასტრებს, თუმცა ამბობს, რომ „მას პრეტენზი არ გამუთქვამს."
ექიმს შინა პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.