(რეზონანსი) რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში, პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ, აცხადებენ, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი, იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია.
„ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია. გახსოვთ სამოციან წლებში კომუნალური საცხოვრებლები? მართლა მგონია, რომ თქვენთან საბჭოთა ხელისუფლება დარჩა. ხალხი არ შემოუშვეს. ეს არის საბჭოთა აქანდაზის პრინციპი და სხვა არაფერი. სოხუმში ბაბუაჩემია დასაფლავებული. რამდენჯერაც წასვლა მომინდება, უნდა ვიკითხო? იქ, ალბათ, 20-30-ჯერ ვარ ნამყოფი," - განაცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, ალექსეი მალაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო იტარტასის სამხედრო კორესპონდენტს, გადამდგარ პოლკოვნიკს, ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, გენადი ბოდრიუგოვს და ალექსანდრე ტოკარიევს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.