ტატა შოშიაშვილი
04.09.2018

 უკრაინაში ყველანაირად ცდილობენ, რომ აკრძალონ რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობა. საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი რადას კომიტეტის თავმჯდომარე ანა გოპკო აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭომ უნდა აკრძალოს რუსული მედიასაშუალებების უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედება და ისინი სანქციების სიაში უნდა შეიტანოს.

გოპკოს თქმით, უკრაინელი ერი ამას არ უნდა ითმენდეს, რადგან ამ შემთხვევაში არ დგას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების საკითხი - ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრემლისგან უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვა. "რუსული რუპორები" ისეთივე იარაღია უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, როგორიც ტანკები, რადგან "ისინი ყოველდღიურად ესვრიან ადამიანის ტვინებს".

2018 წელს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საიტზე განთავსებული იყო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო საინფორმაციო საშუალება "როსია სეგოდნია" სამი წლით მოხვდა უკრაინის სანქციების სიაში, რაც გულისხმობდა იმას, რომ სამი წლის განმავლობაში ამ სააგენტოს აქტივები და საიტები დაბლოკილი იქნება უკრაინის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, 2017 წლიდან მოყოლებული უკრაინის სანქციის სიაში მოხვდა ისეთი სააგენტოები, როგორებიცაა "რია ნოვოსტი უკრაინა", რომლის დირექტორი კირილ ვიშინსკი დააპატიმრეს. ასევე დაბლოკილია საიტები: "როსია სეგოდნია", "სპუტნიკი", "რია ნოვოსტი" და ა.შ. რაც შეეხება ტელემაუწყებლობებს, 24 მაისიდან უკრაინის ტერიტორიაზე მიუწვდომელია თხუთმეტამდე სატელევიზიო არხი.

საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი რადას კომიტეტის თავმჯდომარე ანა გოპკო მიიჩნევს,რომ ეს "შავი სია" რეგულარულად უნდა იზრდებოდეს და რაც შეიძლება მეტი რუსული მედიასაშუალება უნდა დაიბლოკოს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა "საგარეოს ან საშინაო ზეწოლა".

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი რუსი ჟურნალისტების მასობრივი გაძევება. ქვეყნიდან გაშვების შემდეგ, რუს ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×