რეზონანსი
04.09.2018

 ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს სხვადასხვა რეგიონს განიხილავს და მათ ტურისტულ პოტენციალს აფასებს. მისი თქმით, ქობულეთში, სადაც მას სასტუმრო “ჯორჯია პალასი” აქვს, სეზონზე საავტომობილო  გზა გადაჭედილია და უცხოელ დამსვენებელთა რაოდენობა ძალიან დიდია.

"ქობულეთს ახალი მერი ჰყავს, მიდის გზების მშენებლობაც, თუმცა გზებზე მოსიარულე ძროხებს უკვე წლებია არაფერი ეშველა. მე აღარ მაქვს პრობლემა, ამ წლების განმავლობაში ისე მივეჩვიე ძროხებს, უკვე ლამის სახეზეც ვცნობ თითოეულს, თუმცა დამსვენებლები როდესაც ჩამოდიან გაოცებულნი რჩებიან”, - აცხადებს ჭყონია და ქობულეთთან ერთად, გზად ტურისტების მიერ ნანახი ფიცრულში გაკეთებული ნაზუქებს  იხსენებს. 

"ნაზუქები სურამის ტრასაზე სიღარიბის სიმბოლოა", - ამბობს ბიზნესმენი, აღნიშნავს, რომ  საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დასუფთავება, დაგვა და მოვლა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×