რეზონანსი
05.09.2018

 ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალი სივრცის" პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია. ამის გამო სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა. გადაცემაში დისკუსია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემაზე მიმდინარეობდა.

"მარიხუანა არ არის ცუდი. მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები მე ნაკლებად გამიგია. ვინმეზე მოწოდება რომ არ გამომივიდეს, ამიტომ მეც ერთ ნაფაზს დავარტყამ", - განაცხადა მაქარაშვილმა და მარიხუანას მოუკიდა.

გადაცემაში სტუმრად მყოფმა კობა დავითაშვილმა კი განაცხადა, რომ ასეთი რამე რომ არ მოხდეს, ამიტომ ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე მიიღო.

გადაცემის წამყვანმა მაქარაშვილს უთხრა, რომ მას ამის საშუალებას (მარიხუანას მოწევის) ვერ მისცემს და გადაცემა დაამთავრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×