რეზონანსი
05.09.2018

 "ქართული მარშის" ერთ-ერთმა მთავარმა ქტივისტმა ლადო სადღობელაშვილი საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გაუწყოთ, რომ მე ლადო სადღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე, დავტოვეთ "ქართული მარში"!

9 სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია... მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ  ისტორიული სახელი, ტოლერანტობის და  ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ.

ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ  და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას... არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ "პროვოკაციას", მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ  არეულობას ისახავს, მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×