რეზონანსი
05.09.2018

 ბლოგერმა გურამ შეროზიამ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში მარხუანას დეკრიმინალიზაციაზე ისეუბრა და პარალელები გაავლო. შეროზიას თქმით, მასაც არ მოსწონს, რომ ადამიანები მარიხუანას ეწევიან, მაგრამ ის არ უნდა იყოს დასჯადი და ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ.

"მაინტერესებს თუ გაგივლიათ პარალელი ან თუ მოგიძიებიათ რაიმე კვლევა სასმელის, ამ შემთხვევაში არყისა და მარიხუანას შედარება. თქვენ მოიყვანეთ ავტოსაგზაოშემთხვევები მარიხუანასთან დაკავშირებით, იცით რომ ბევრად უფრო მეტია შემთხვევები ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანების მხრიდან, ვიდრე მარიხუანით?! მაშინ ავკრძალოთ არაყი და დავიჭიროთ ის, ვინც არაყს დალევს. ყველაზე სასაცილო ის არის, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ასეთი ბრტყელი პოპულისტური ფრაზებით გამოდიან "ბიძერები", რომლებსაც ყანწი არ გაუგდიათ ხელიდან და მოგვიწოდებენ მარიხუანა არ მოვწიოთ. მეც ვეთანხმები, რომ არ უნდა მოვწიოთ მარიხუანა, მაგრამ თუ იქნება დასჯადი მაშინ დავსაჯოთ ნებისმიერი ისეთი ზემომქედი ნივთიერებების მიღებისას, როგორიცაა ღვინო,არაყი,სიგარეტი და ა.შ." – განაცხადა შეროზიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×