რეზონანსი
05.09.2018

 რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში სქრინი გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის — "სპუტნიკის" ტრენინგის მომხსენებლი იყო.

"რაში უნდა ვმონაწილეობდე. ერთადერთი ჩემი მონაწილეობის ფორმა იქნებოდა პომიდვრები და კვერცხები მესროლა გარედან. ყველას მოვუწოდებ, რომ მაგ სასტუმროში ("ვერე პალასი") არასდროს მივიდეს იმიტომ, რომ ფულის გაკეთების მიზნით ადგილი დაუთმო საქართველოს მტრებს. მე რომ მათი მომხსენებელი ვიყო, ამოვწვავ ყველას", - აღნიშნა გვარამიამ.

5-7 სექტემბერს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული "სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია" იმართება.

რუსული პროპაგანდისტული მედიის მთავარი სახეები, კრემლთან დაახლოებული სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველებთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში მედიაფორუმის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. აღნიშნული ღონისძიებაც თავად კრემლიდან, კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტითაა დაფინანსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×