რეზონანსი
05.09.2018

 სკოლების ადმინისტრაციამ 2017-18 სასწავლო წლის პერიოდში აღმოაჩინა და ამოიღო მაღალი რისკის 176 საგანი, მათ შორის დანები, კასტეტები, ცივი იარაღი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველა მსგავსი შემთხვევის შესახებ შსს-ს ატყობინებდა. სულ სკოლებში 97 ათასი დარღვევა დაფიქსირდა, უმრავლესობა დისციპლინურ ხარვეზს წარმოადგენს — სკოლაში დაგვიანება, გაკვეთილების ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილიდან გაპარვა ან მობილური ტელეფონით სარგებლობა.

სკოლებში შეურაცხყოფის მიყენების ან ძალის გამოყენების შემთხვევების რაოდენობამ 3,6 ათასს გადააჭარბა, ხოლო გასულ სასწავლო წელს — 2,5 ათასს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×