რეზონანსი
05.09.2018

 საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებსაც სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, ტელევიზიის წინააღმდეგ ერთიანდებიან და სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ისინი ვასილ მაღლაფერიძის მიერ შეთავაზებულ ახალ შრომით ხელშეკრულებას ასაჩივრებენ. ხელშეკრულება 150-მდე ტექნიკური პერსონალის ჰონორარულ სისტემაზე გადაყვანას გულისხმობს.

„ამას შეიძლება პირდაპირ დავარქვათ მართვის კრიზისი. პირდაპირ მოთხოვნა გვაქვს რომ ინტენსიური გახდეს პროფკავშირისა და მენეჯმენტის შეხვედრები. სასამართლოში გადაინაცვლებს ის საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს თანამშრომლებთან შეთავაზების საკითხებს. იმედი მაქვს სასამართლო პროცესები ჩვენი თანამშრომლების სრული გამარჯვებით დაგვირგვინდება“, - აცხადებს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×