რეზონანსი
05.09.2018

 2017 წელს როცა  ბაშარ ასადის რეჟიმმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს ბაშარ ასადის ლიკვიდაცია მოსთხოვა, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის წიგნში „შიში“, რომლის ნაწყვეტს ამერიკული გაზეთი

"ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.  ვუდვორდის წიგნი მოწმეების ინტერვიუებს ეყრდნობა.

წიგნში ვუდვორდი წერს, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს დაურეკა და ყვირილით უთხრა: „ბოლოს და ბოლოს მოვკლათ ეს ასადი! მოდით შევუტიოთ! ყველანი მოვკლათ!“.

თავის მხრივ, ჯეიმს მატისმა დონალდ ტრამპს უპასუხა, რომ აშშ-ს პასუხი გააზრებული უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×