რეზონანსი
05.09.2018

 ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში 11 სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დააკავებულმებმა ბილბაოსა და მის შემოგარენში სულ მცირე 11 სახლი გაქურდეს. დაპატიმრებულია 39, 46 და 47 წლის მამაკაცი. მათ ბინები აგვისტოს პირველ ნახევარში გაქურდეს.

სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ იმყოფებიან თუ არა სახლში მეპატრონეები.

დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ მათ აღმოუჩინა ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი ბინებში შესაღწევად იყენებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×