რეზონანსი
05.09.2018

 სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს.  ადოკატის მტკიცებით, დგინდება, რომ შეუძლებელია რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს. ექსპერტიზით დგინდება, რომ რაიან სმიტს უცხო პირებმა ესროლეს და მწყემსს დანაშაულთან შეხება არ აქვს.

"მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა, რამაც აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით, 1 მეტრიდან. რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება. მდგომარეობა ასეთი იყო – გარკვეულმა პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მას დაზიანებები აქვს სიცოცხლეში მიყენებული.

საზოგადოებამ იცის მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმიტისთვის. ექსპერტიზით დგინდება, კობაური რასაც ამბობს სიმართლეა, რომ რაიან სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ. ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს”, – აცხადებს ადვოკატი.

19 წლის მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×