რეზონანსი
05.09.2018

 დღეიდან, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდება. აღნიშნული ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ მერიას მიმართა. საპარკინგე ადგილები საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენებოდა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას იწვევდა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ავტოსადგომი საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.

"დარწმუნებული ვარ, თბილისელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან", – განაცხადა ტყემალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×