რეზონანსი
05.09.2018

 ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილის მტკიცებით, შეუძლებელია რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს. იგი ასეთ დასკვნას ექსპერტიზის საფუძველზე აკეთებს, რომელიც დღეს წარმოადგინა.

"მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა, რამაც აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით, 1 მეტრიდან. რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება. ყველამ იცის მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმიტისთვის. ექსპერტიზით დგინდება, რომ რაიან სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ. ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს”, – აცხადებს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×