რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი)"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პანაკოტას სოუსი, სუში და ბანანის სმუსი - ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს იმ მენიუს არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კალაძემ ივლისის თვეში მხოლოდ რესტორანში 45 000 ლარი გადაიხადა.

ამ ფონზე ოპონენტები თბილისის მერს სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ მიზერულ შემწეობას ახსენებენ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე დაყენებას გეგმავს და განმარტებებს დედაქალაქის მერისგან მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×