რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი) ხმაურის შესახებ კანონის დარღვევისთვის 11 თვეში 77 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა. ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე სანქცია 133 ფიზიკურ და 98 იურიდიულ პირს დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მონაცემები 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ 2017 წლის 28 ივნისს დაამტკიცა. 2018 წლის 1 ივლისიდან ხმაურის კონტროლი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×