რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი) ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კონკრეტული ხაზების შეცვლას და შემცირებას აპროტესტებენ.

ძღოლების თქმით, შეიქმნა ისეთი ხაზები, რომლებიც ამ დრომდე არ ყოფილა და ქალაქისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს. შეკრებილები ძველი გრაფიკით აღდგენას ითხოვენ.

ბათუმის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟარაძის თქმით, ხაზების შეცვლასთან დაკავშირებით დაკვირვება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში მიმართულებები გადაიხედება, თუმცა მთლიანობაში ძველი სამარშუტო ხაზი არ აღდგება.

"კონკურსში წარმოდგენილი იყო 696 სამარშუტო ტაქსი და აქედან მოთხვნები 564-მა დააკმაყოფილა. დაწესდა გრაფიკი და დღის განმავლბაში 250 ერთეული მარშუტკა გამოვა ქალაქში„- განაცხადა ემზარ ქავჟარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×