რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი) გაზეთი „ვერსია" ჯვრის მამის მონასტერში მცხოვრები მონაზონისდედა თამარის შესახებ წერს, რომელიც აცხადებს, რომ მას მეუფეიაკობი ებრძვის და მის განადგურებას ცდილობს.

მონაზონი თამარი შშმ პირია და ეტლით გადაადგილდება. მისი კელია მეორე სართულზეა განთავსებული,ის კიბით ვერ სარგებლობს და ლიფტი სჭირდება, რომელიც 4 თვეა არ მუშაობს. დედა თამარისგანცხადებით, ის მეუფე იაკობის მითითებით, 4 თვეა შინაპატიმრობაშია და ამ ხნის მანძილზესაპატრიარქოდან არავინ ეკონტაქტება.

მისი თქმით, მეუფე იაკობი შეპირდა, რომ გადასაადგილებლად ტრანსპორტს შეუძენდა, თუმცა 7 თვეგავიდა, შემდეგ კი მეუფისგან პასუხი მიიღო, რომ მანქანას არ შეუძენდა, თუნდაც თავი მოეკლა.

„ბოლოს მეუფემ თქვა, აღარ ვყიდულობ მანქანას, თუ გინდათ, დედაომ თავი მოიკლასო... პატრიარქისთანამოსაყდრის მამა შიოს მოადგილე მამა ანდრიამ მითხრა, რომ ამ ლიფტის შეკეთებას ჩვენვაკონტროლებთო, მაგრამ ასე არაა. ამ ლიფტში რამდენიმეჯერ ჩავვარდი და ერთხელ, ხერხემლის მალებიცკი მოვიტეხე.

შორენა შვილივით მიყვარს, ამხელა სიყვარული რატომ ვერ დაინახა და რას მერჩის ვერ გამიგია. იაკობი რომმეჭიდავება და მე ვპასუხობ, თურმე ამით საპატრიარქოსა და ეკლესიას ვურტყამ! იაკობია საპატრიარქო დაეკლესია? როდემდე და რატომ უნდა დაიმალოს ეს სიბინძურე?

მეუფე იაკობი ამბიონიდან აცხადებს, ჩემს პატრიარქს დავიცავო, მაგრამ უწმინდესი იაკობზე მეტად რომმიყვარს, ეს ღმერთმაც იცის და ხალხმაც. იაკობი პატრიარქის დასაცავად კი არა, მისი სკამისთვის იბრძვის, იმსკამისთვის, რომელზეც უწმინდესი ზის! რად უნდა მისი დაცვა, პატრიარქს უფალი იცავს, ხოლო პატრიარქიჩვენ, მთელ საქართველოს!

ვის სჭირდება იაკობის დაცვა, ეგ ვისი დამცველია? ვის იცავდა, იცით, მკვლელებსა და „მხედრიონელებს",ხოლო ჩვენ ზვიადისტებს გვებრძოდა... ვიდრე ცოცხალი ვარ, იაკობი საპატრიარქო სკამს ვერ ეღირსება დაამას ხმამაღლა ვამბობ!

მთელ საქართველოს გამოვიყვან და მაგის კაიკაცობას ხმამაღლა ვიტყვი, ჭკვიანად იყოს და ნუ მემუქრება!დღეს მისი პატიმარი ვარ და ჩემი ადამიანური უფლებები დარღვეულია. იაკობი ვინაა, რომ პირადიპატიმრები ჰყავს - იქით მამა გიორგი, აქეთ დედა თამარი? ჩუმად რატომ უნდა ვიყო, ფულის მონა ვარ,მათსავით? ამას ოქროსა და ბრილიანტის ჯვრებით გამშვენებულები მიკრძალავენ? ვინ გაყიდა უფალი?მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა გაყიდეს, ესენი ახლაც 30 ვერცხლობანას თამაშობენ და ამიტომ ხმაჩაიწყვიტოს ყველამ! აქედან მომაშორებს კი არა, ვიდრე ცოცხალი ვარ, პატრიარქობას ვერ ეღირსება და ვინვის მოაშორებს, დავანახვებ!"- აცხადებს მონაზონი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×