რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი) გუშინ ღამით, ტელეკომპანია "იბერია"-ში დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამართალდამცავები გამოიძახა, სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგამაქარაშვილმა სავარაუდოდ, მარიხუანა მოწია.

როგორც ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს „არკოტიკული ნივთიერებისგარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე" უჩივლა.

„ამ წუთას ვიმყოფები ტვ "იბერიაში", ვმონაწილეობდი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში. გადაცემის დასასრულს,ოპონენტმა, გიორგი მაქარაშვილმა მოუკიდა მარიხუანით შეკეთებულ სიგარეტს და გაგვიბოლა სტუდიაშიგაღიმებულმა... გადაცემაც ამ ნოტაზე დასრულდა.. თუმცა, ახლა იწყება მეორე განყოფილება - გამოძახებული მყავსსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვითხოვ რეაგირების ოქმს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ნარკოტიკულინივთიერების გარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე! ვნახოთ, რა რეაგირება ექნება სახელმწიფოს!"- დაწერა ლორთქიფანიძემ გუშინ, საღამოს „ფეისბუქზე", დღეს კი მოვლენების განვითარებას მორიგი პოსტით გამოეხმაურა:

"ახლა საპატრულო პოლიციიდან მაცნობეს, რომ ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გიორგიმაქარაშვილს დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი!... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებასაქმეზე გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში!" - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×