რეზონანსი
05.09.2018

 თბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. არსებული ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა 13 წლის გერი გააუპატიურა. ბრალდებული ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. შუახნის მამაკაცი, მოზარდის ბებიის განცხადების საფუძველზე, 27 აგვისტოს დააკავეს. ქალბატონის მტკიცებით, ბავშვზე სექსუალური ძალადობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა.

შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×