რეზონანსი
05.09.2018

 „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკით დაიწყო. მისი თქმით, დროა დავამთავროთ ამ ქვეყანაში მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს.

მან უმრავლესობის დეპუტატებს „უსირცხვილოები“ უწოდა და 2004-2012 წლების მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს 200 ათასზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს შეფასდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება მძიმე დარტყმა სახელმწიფოსთვის. უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში, თქვე უსირცხვილოებო, თქვენა“, – განაცხადა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×