რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციური პარტიის წევრები შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.

„რა თქმა უნდა, ამ გულგრილი დამოკიდებულების გამო, მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებზე მინისტრი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი და შს მინისტრმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. კომისიაში ახსნა-განმარტების მიცემის დასრულების შემდგომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა საჯაროდ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ვერ გაუშვებს ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში. ის ან არ ისმენდა ჩვენი კომისიის სხდომებს და უბრალოდ, პოლიტიკურად არასწორი განცხადება გააკეთა, ან ისმენდა და შეგნებულად გააკეთა მითითება იმაზე, რომ კომისიის დასაბუთებული რეკომენდაციის არსებობის მიუხედავად, არასრულწლოვნებს ვერ დაიჭერენ, ანუ პროკურატურამ არ უნდა იმოქმედოს, შსს-მ არ უნდა იმოქმედოს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×