რეზონანსი
05.09.2018

ვის ეკუთვნოდა ფოთში აფეთქებული ხელყუმბარა და ვინ მოიყვანა ის საბრძოლო მოქმედებაში - ეს ის კითხვები, რომკებზეც სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. დაშავებულის ახლობლები ჰყვებიან, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება სავარაუდოდ, ერთ-ერთ დაშავებულს ეკუთვნოდა. საპირისპიროს ამტკიცებს დაშავებულის დედა. მისი თქმით, ხელყუმბარა გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

„რა ხელყუმბარა, რის ხელყუმბარა, სად ექნებოდა ახლა ჩემს შვილს ხელყუმბარა. გარდაცვლილის იყო ეს ხელყუმბარა იმას ჰქონდა სახლიდან გამოტანილიო. ჩემი შვილი შეესწრო შემთხვევით და კი ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშია,“ - ამბობს დაშავებულის დედა.

გარდაცვლილი რომან სიჭინავას დეიდა ამბობს, რომ მის დისშვილს საბრძოლო მასალასთან შეხება არასოდეს ჰქონია.

ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×