რეზონანსი
05.09.2018

 ფოთში აფეთქების შედეგად გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი, 42 წლის რო­მან სი­ჭი­ნა­ვაა. ის და ორი და­შა­ვე­ბუ­ლი ღია კა­ფე­ში სვამ­დნენ, რა დრო­საც მათ მა­გი­დას­თან მოხ­და შემ­თხვე­ვა. რა ტი­პის არის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და ვის ჰქონ­და ის, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვით გამ­ვლე­ლია.

სი­ჭი­ნა­ვას მე­ზობ­ლებს მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კე­თი­ლი ბიჭი იყო. გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­ი­ზარ­და, რა და რო­გორ მოხ­და, ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით. არ მუ­შა­ობ­და, დედ-მა­მის პენ­სი­ით ცხოვ­რობ­და", - გა­ნუაცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა ლორა ბე­რუ­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბათ და­შა­ვე­ბუ­ლებს, ისი­ნი არი­ან: 33 წლის გოგა სი­გუა, 29 წლის ირაკ­ლი ქუ­ხი­ლა­ვა და 16 წლის ომო ცუც­ქი­რი­ძე.

და­შა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქუ­ხი­ლა­ვა ფო­თის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გა­წე­რეს, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, ის ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. „ირაკ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ამი­ტომ მისი გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. მას ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვა და რო­გორც ვი­ცით, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მისმა ახლობელმა და­ვით ბა­სი­ლა­ი­ამ.

გარ­დაც­ვლი­ლი რო­მან სი­ჭი­ნა­ვა და ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გოგა სი­გუა, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ.

„რო­მა­ნი და გოგა მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. ვის ჰქონ­და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და რა მოხ­და, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. გოგა მშრო­მე­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭია, ჰყავს მე­უღ­ლე და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და "ამბებს" სი­გუ­ას ახ­ლო­ბელ­მა.

ის ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მათ შო­რის, ქალა-ტვი­ნის ღია ტრავ­მა და თა­ვის ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×