რეზონანსი
05.09.2018

2019 წლის გაზაფხულზე მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი ქართული ვისკის ქარხანა „ჯიმშერი“ გაიხსნება. როგორც „ვისკის ბრენდის „ჯიმშერის“ დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე აცხადებს, კომპანიამ საწარმოს მშენებლობაში  საკუთარი ინვესტიცია,  ჯამში 10 მილიონი დოლარი ჩადო, ამ ეტაპზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მასში ორი მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებულია.

„ჩვენ ვხსნით პირველ ქართული ვისკის საწარმოს, რომელიც ბაზარზე მოწინავე იქნება და ამ ეტაპზე მას კონკურენტი არ ეყოლება. პროექტი მომავალი წლის გაზაფხულში დასრულდება და ჩვენ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ“, - განუცხადა "კომერსანტს“ ჩხაიძემ.

პირველი ქართული ვისკი "ჯიმშერი" ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. "ჯიმშერს" ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ვისკი 0,7 და 0, 50-ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×