(რეზონანსი) ბრიტანეთის პოლიციამ იმ ორი პირის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლაში, მიმდინარე წლის მარტის თვეში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის თქმით, ამ პირებს სოლსბერში სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ბრძანება სავარაუდოდ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან ქონდათ მიღებული. მეის თქმით, რუსეთის ის ორი მოქალაქე, რომლებიც სკრიპალების „ნოვიჩოკით" მოწამვლაშია რიან ეჭვმიტანილნი. ГРУ-ს თანამშრომლები არიან.
„ეს არ ყოფილა უბრალო კრიმინალური ქმედება . სავარაუდოდ ის დამტკიცებული იყო ГРУ-ს გარეთ, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე"- განაცხადა მეიმ.
გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ორი ეჭვმიტანილი, რომელთა ასაკი 40 წლამდეა მოსკოვიდან გატვიკის აეროპორტში 2 მარტს ჩავიდა, ისინი სოლსბერიში 2-ჯერ იმყოფებოდნენ, ჯერ 2 მარტს, შემდეგ კი 4-ში. პირველ შემთხვევაში მათ სიტუაცია დაზვერეს. 4 მარტს კი სკრიპალების სახლის შესასვლელ კარს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი" მისახურეს. საღამოს ლონდონში დაბრუნდნენ და იმავე დღეს გაფრინდნენ მოსკოვში.